ზაფხულში ბათუმი იყო მწვანე ზონა, მაგრამ მოხდა ინფექციის მიგრაცია - ჯანდაცვის მინისტრი

26 ნოემბერი 2020, 15:52 971 ნახვა

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ქალაქები სადაც შეზღუდვები დაწესდა ხუთბალიანი სისტემით შეფასდა. იყო ადგილები, სადაც ვირუსის გავრცელება ამ ეტაპზე მაღალი არ ფიქსირდებოდა, თუმცა ეკატერინე ტიკარაძის თქმით ბათუმის გამოცდილება გაიზიარეს და შეზღუდვები დააწესეს. 

აჭარა ზაფხულში მწვანე ზონა იყო. მინისტრის თქმით, რეგიონში ვირუსის მიგრაცია მოხდა. 

''ჩვენ გვქონდა ხუთბალიანი შეფასების სისტემა. ამ სქემაში მოყვა აჭარა, რაც მოსალოდნელი იყო. უბრალოდ აჭარის მაგალითზე ჩვენ ვიცით, რომ გვაქვს საუკეთესო საწოლფონდის გადანაწილება და აქედან გამომდინარე ინფექციის გამტარობა დღემდე კარგად ხორციელდება. შემდეგი იყო თბილისი, გურია და იმერეთი, ხოლო დანარჩენი სამ ქალაქში შეზღუდვები დაწესდა იმ პრინციპიდან გამომდინარე რა გამოცდილებაც ზაფხულში მივიღეთ ბათუმის მაგალითზე, როდესაც ბათუმი იყო მწვანე ზონა, მაგრამ მოხდა ინფექციის მიგრაცია. 

ეს გამოცდილება აქვს ევროპასაც, როდესაც ვიცით, რომ ზამთრის კურორტებზე იტალიაში მოხდა ინფექციის გავრცელება და ამას ემყარება საბჭოს გადაწყვეტილებაც'' - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ. 

 

 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი