ჯანმო - პანდემიის შესაჩერებლად მოსახლეობის 60-70 % უნდა აიცრას

28 ნოემბერი 2020, 15:11 829 ნახვა

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის განცხადებით, იმისთვის, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინამ ინფიცირების მაჩვენებელზე დადებითად იმოქმედოს, მსოფლიოს მოსახლეობის დაახლოებით 60-70 % უნდა აიცრას, ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ვაქცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა კეტრინ ობრაიენმა განაცხადა. მისივე თქმით, ეს მონაცემი რამდენიმე მოდელირებულ კვლევას ემყარება. 

„კოვიდ-19“-ის საკითხებში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ტექნიკურმა ხელმძღვანელმა კი იმ  ქვეყნებს, სადაც კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობის კლება შეინიშნება, სიფრთხილის შენარჩუნებისკენ მოუწოდა. „რის ნახვასაც არ ვისურვებდით, ლოკდაუნიდან და ვირუსის კონტროლიდან მორიგ ლოკდაუნზე გადასვლაა.

ჩვენს შესაძლებლობებში შედის გავრცელების დაბალი დონის შენარჩუნება. ვნახეთ ათობით ქვეყანა, რომლებმაც გვაჩვენეს, რომ ამის გაკონტროლება და ამ კონტროლის შენარჩუნება შესაძლებელია“, – განაცხადა „კოვიდ-19“-ის საკითხებში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ტექნიკურმა ხელმძღვანელმა მარია ვან კერხოვემ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში