საველე წვრთნები

04 დეკემბერი 2020, 11:46 1306 ნახვა

ორფოლოს პოლიგონზე 31-ე ბატალიონის საველე წვრთნები საბრძოლო სროლებით დასრულდა. ორკვირიან სწავლებაში III ქვეითი ბრიგადის 139 სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობდა.  „ჩარლი“ ასეულმა გეგმიური სწავლება III ქვეითი ბრიგადის საინჟინრო, დაზვერვის ასეულის სნაიპერთა და ტანკსაწინააღმდეგო ასეულის სამხედროებთან ერთად ჩაატარა.   სცენარის მიხედვით, 31-ე ბატალიონმა პირობით მოწინააღმდეგეზე შეტევა განახორციელა და ობიექტი დაიპყრო, რათა მოწინააღმდეგის მხრიდან ძირითადი ძალების მისაღებად პლაცდარმის მომზადება არ დაეშვა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში