საქართველოში 14 000 ტონა ამერიკული ხორბალი შემოვიდა

26 დეკემბერი 2020, 11:52 931 ნახვა

ამერიკული პროგრამის „საკვები პროგრესისთვის“ ფარგლებში, ქვეყანაში 14 000 ტონა ამერიკული ხორბალი შემოვიდა.  საბაჟო გამშვებ პუნქტში  - ,,ფოთის პორტი" უკვე  დაწყებულია ტვირთის საბაჟო კონტროლის პროცედურები. ტვირთი სამი გზავნილიდან პირველია, რაც მომდევნო თვის განმავლობაში ჩამოვა და ხელმისაწვდომი იქნება კერძო სექტორის მიერ ბაზარზე გასაყიდად. გაყიდვებიდან შემოსულ თანხას ამერიკის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტი  ინვესტიციის სახით, სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამაში ჩადებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში