32-ე ბატალიონის მეოთხე ეტაპი ავღანეთში გაემგზავრა

10 იანვარი 2021, 12:07 265 ნახვა

ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში საერთაშორისო სამშვიდობო მისიის შესრულების მიზნით, საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობის 32-ე ქვეითი ბატალიონის პირადი შემადგენლობის გადასროლა გრძელდება.

ამჯერად, ავღანეთში ქვედანაყოფის სამხედრო მოსამსახურეების მეოთხე ნაკადი გაემგზავრა. ქართველი მშვიდობისმყოფელები ნატოს ეგიდით მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიას 6 თვის განმავლობაში ამერიკული სარდლობის დაქვემდებარებაში შეასრულებენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში