მეათე მოწვევის პარლამენტის ნდობის ჯგუფი პირველ სხდომას ხვალ გამართავს

10 იანვარი 2021, 15:15 1107 ნახვა

ხვალ მეათე მოწვევის პარლამენტის ნდობის ჯგუფი პირველ სხდომას გამართავს  სადაც ჯგუფის სამოქმედო გეგმას შეიმუშავებენ. პარლამენტის ნდობის ჯგუფში უმრავლესობის წევრები - ირაკლი ბერაია, ალექსანდრე ტაბატაძე და ანრი ოხანაშვილი არიან წარმოდგენილი.

ნდობის ჯგუფში ორი წევრის წარდგენის უფლება საპარლამენტო ოპოზიციას აქვს, რომელთა ადგილებიც ამ დრომდე ვაკანტურია. კანონმდებლობით დადგენილი წესით ნდობის ჯგუფი, ზედამხედველობს თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში საიდუმლო საქმიანობასა და სპეციალურ პროგრამებს, გარდა იმ ნაწილისა, რომელიც საქმიანობის ფარულ ფორმებსა და მეთოდებთან არის დაკავშირებული.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში