ბრიტანეთში კორონავირუსით გარდაცვალების ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელი 1 564 გარდაცვალება დაფიქსირდა

13 იანვარი 2021, 23:46 874 ნახვა

ბოლო 24 საათში ბრიტანეთში 1 565 პაციენტი გარდაიცვალა, რაც პანდემიის დაწყებიდან დღემდე ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელია.

ინგლისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის ივონ დოილის თქმით, ბრიტანეთში კორონავირუსის მეორე ტალღის შედეგად უფრო მეტი ადამიანი გარდაიცვალა ვიდრე პირველი ტალღის დროს.

დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის დეპარტამენტის მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 47 525 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

ქვეყანაში პანდემიის დაწყებიდან დღემდე კორონავირუსის 3 211 576 შემთხვევა გამოვლინდა. გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა კი, 84 767 შეადგენს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში