შუალედური რელიგიური შეთანხმება ჩოხატაურში

14 იანვარი 2021, 20:09 1951 ნახვა

ჩოხატაურში რელიგიურ ნიადაგზე დაწყებული დაპირისპირება დაცხრა. ხვალ მუსლიმები პარასკევის ლოცვას ჩაატარებენ, რომლის შემდეგაც მართლმადიდებელი ქრისტიანებისა და მუსლიმების წარმომადგენლები ერთმანეთს შეხვდებიან, ასეთია დღევანდელი შეთანხმება.

დღის განმავლობაში კი ვითარება დაძაბულ იყო. მუსლიმი მრევლის წარმომადგენლები მუფთის გამოჩენას თავდაპირველად ხმაურით შეხვდნენ. აქციის მონაწილეები მერიის შენობაში შესვლასაც ცდილობდნენ, თუმცა ამის საშუალება პოლიციამ არ მისცა.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში