მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულების საერთო რაოდენობამ 96 მილიონს გადააჭარბა

19 იანვარი 2021, 11:46 917 ნახვა

კალიფორნია პირველი შტატი გახდა, სადაც კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ სამ მილიონს გადააჭარბა. ქვეყნის ყველაზე დასახლებულ შტატში ბოლო ორი თვის განმავლობაში ვირუსის შემთხვევების რაოდენობა სამჯერ გაიზარდა, გარდაიცვალა  33 ათასს 623 პაციენტი. მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირებულების საერთო რაოდენობამ კი 96 მილიონს გადააჭარბა, - შესაბამის მონაცემებს უორლდმეთერსი აქვეყნებს. მათივე ინფორმაციით, მსოფლიოში პანდემიის დაწყების დროიდან კოვიდ 19-ით 2 მილიონ 049 ათასს 238 პაციენტი გარდაიცვალა, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობამ კი 68 მილიონს გადააჭარბა. ამ დროისთვის მსოფლიოში კოვიდ -19-ით ინფიცირების 25 მილიონ 328 ათასს 747აქტიური შემთხვევა ფიქსირდება. კორონავირუსით დაინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა აშშ-შია დადასტურებული, მეორე ადგილს ინდოეთი იკავებს, მესამეს - ბრაზილია, მეოთხეს - რუსეთი, მეხუთეზე კი - გაერთიანებული სამეფოა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში