ჯო ბაიდენმა დონალდ ტრამპის მიერ გამოქვეყნებული დადგენილებები გააუქმა

21 იანვარი 2021, 11:36 1018 ნახვა

თეთრი სახლის ოვალური კაბინეტის დაკავებისთანავე პრეზიდენტმა  ჯო ბაიდენმა დონალდ ტრამპის მიერ გამოქვეყნებული დადგენილებები გააუქმა. ბაიდენმა ხელი მოაწერა  17 განკარგულებას. ბრძანებებს შორის არის ბრძანებები ფედერალურ საკუთრებაში პირბადეების ტარების ვალდებულების, რასობრივი თანასწორობის უზრუნველსაყოფის შესახებ. გააუქმა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციიდან აშშ-ის გასვლის შესახებ დადგენილება და ხელი მოაწერა პარიზის კლიმატურ შეთანხმებაში დაბრუნებას. ასევე  ბაიდენმა გააუქმა „ქისთოუნ იქსელის“ სადავო მილსადენის პროექტი, უკან გაიწვია ტრამპის ადმინისტრაციის მიერ შემოღებული შეზღუდვები შვიდი მუსლიმური ქვეყნიდან მოქალაქეთა აშშ-ში შეშვებასთან დაკავშირებით, შეაჩერა მექსიკის საზღვართან კედლის მშენებლობა.  უკვე ცნობილია, რომ პირველი  უცხოელი ლიდერი, რომელთანაც ჯო ბაიდენი პრეზიდენტის რანგში სატელეფონო საუბარს გამართავს, კანადის პრემიერ-მინისტრი ჯასტინ ტრიუდო იქნება.  სატელეფონო საუბრებს ჯო ბაიდენი მიმდინარე კვირის პარასკევიდან დაიწყებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში