უკრაინის ქალაქ ხარკოვში გლოვის დღეა

22 იანვარი 2021, 14:51 1023 ნახვა

მოხუცთა თავშესაფარში გაჩენილი ხანძრის გამო, რომელსაც 15 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 22 იანვარი ხარკოვში გლოვის დღედ გამოცხადდა. დაშავებულია 11 ადამიანი. ცეცხლი ქალაქ ხარკოვის მოხუცთა თავშესაფრის მეორე სართულზე გაჩნდა. შემთხვევის დროს შენობაში 33 ადამიანი  იმყოფებოდა. ხანძრის გამომწვევი ზუსტი მიზეზი უცნობია, თუმცა ერთ-ერთი ვერსიით, ცეცხლი ელექტრო გამათბობლიდან გაჩნდა. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ შინაგან საქმეთა სამინისტროს მომხდარის დაუყოვნებლივ გამოძიებისკენ მოუწოდა. უკრაინის პროკურატურის ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება გაუფრთხილებლობის მუხლით დაიწყეს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში