ქვეყანაში კორონავირუსით კიდევ 16 ადამიანი გარდაიცვალა

23 იანვარი 2021, 12:35 825 ნახვა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების რაოდენობა მცირდება.  ჩატარებული  16 267 ტესტიდან კოვიდ 19-ი, 998 ადამიანს დაუდასტურდა. ვირუსის ყველაზე მეტი 448 შემთხვევა თბილისში ფიქსირდება, 31 ადამიანს დაუდასტურდა კორონავირუსი აჭარაში. რეგიონში გამოჯანმრთელდა 81 მოქალაქე.

ჯამში კი ბოლო დღე ღამეში ვირუსი  1 892-მა პაციენტმა დაამარცხა და განკურნებულთა რიცხვმა  ჯამში 240 629 შეადგინა. სამწუხაროდ გვაქვს გარდაცვალების 16 შემთხვევა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე კი ვირუსს 3 038 ადამიანი ემსხვერპლა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში