ნიგაზეულში ხანძრის შედეგად ორსართულიანი ხის სახლი სრულად დაიწვა

23 იანვარი 2021, 15:10 2780 ნახვა

შუახევის მუნიციპალიტეტში სოფელ ნიგაზეულში აბესალომ დიასამიძის სახლი  დაიწვა. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. ხანძრის გამომწვევი მიზეზები ჯერჯერობით უცნობია. მეზობლების ინფორმაციით   ორსართულიანი საცხოვრებელი ხის  სახლი მთლიანად დაიწვა, განადგურდა საყოფაცხოვრებო ნივთებიც. ხანძრის დროს სახლში მყოფმა ორმა წევრმა გამოსვლა დროულად მოახერხა .

ადგილობრივი თვითმმართველობის  ინფორმაციით ოჯახი დროებით საცხოვრებელში  გადაიყვანეს, ამბობენ, რომ  საჭიროების შემთხვევაში ფინანსურადაც დაეხმარებიან.

ლენა მამულაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში