თენგიზ ცერცვაძე: ზაფხულში დაშვებული შედომები არ უნდა გავიმეოროთ

17 თებერვალი 2021, 15:41 998 ნახვა

იმის მიუხედავად, რომ საქართველოში ეპიდ ვითარება თენგიზ ცერცვაძის შეფასებით ჯერჯერობით სტაბილურია, მისივე განცხადებით  შეზღუდვები განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა მოიხსნას. გასულ ზაფხულს  შეზღუდვების მოხსნას ცერცვაძემ ნაჩქარევი უწოდა. ამბობს, რომ თითოეული შეზღუდვა მხოლოდ წინასწარ მომზადებული შესაბამისი პირობების ფონზე უნდა მოიხსნას, რათა სტაბილური მდგომარეობა შევინარჩუნოთ  და მესამე ტალღა თავიდან ავიცილოთ. რაც შეეხება  დღევანდელ ეპიდ მდგომარეობას, ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსი 486-ს ადამიანს დაუდგინდა. 13 ინფიცირებული კი გარდაიცვალა. რაც შეეხება აჭარას, რეგიონში ბოლო 24 საათში კოვიდ 19 32 ადამიანს გამოუვლინდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში