საერთაშორისო პარტნიორები საქართველოს კონსტიტუციის დღეს ულოცავენ 

21 თებერვალი 2021, 15:08 645 ნახვა

საქართველოს,- კონსტიტუციის 100 წლის იუბილეს ულოცავს ევროკავშირისა და აშშ-ს ელჩები საქართველოში. კარლ ჰარცელის თქმით, საქართველოს პირველმა კონსტიტუციამ ქვეყანა ევროპულ ღირებულებათა ფართო ოჯახში მტკიცედ განათავსა.

ელჩის განცხადებით, იგი ყველაზე მაღლა აყენებდა დემოკრატიული მმართველობის პრინციპებს, ადამიანის უფლებების პატივისცემას, ძირითადი თავისუფლებების დაცვას, რაც ასევე შეკრების თავისუფლებას, სიტყვის თავისუფლებასა და ბეჭდურ მედიას მოიცავდა.

კელი დეგნანი კი ხაზს უსვამს ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ ვითარებას და ამბობს, რომ არჩეულმა მოხელეებმა და პარტიის ლიდერებმა ნებისმიერ მხარეს, უნდა გადადგან ნაბიჯები არსებული პოლიტიკური კრიზისის განსამუხტად.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში