26-28 თებერვალს საქართველო სქი ქროსის მსოფლიო თასის ეტაპს უმასპინძლებს

24 თებერვალი 2021, 12:32 793 ნახვა

საქართველო 26-28 თებერვალს სქი ქროსის მსოფლიო თასის ეტაპს უმასპინძლებს. ბაკურიანში,  საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის ეგიდით დაგეგმილ შეჯიბრებაში მონაწილეობას 9  ქვეყნის   51 სპორტსმენი მიიღებს. მონაწილეები  და ორგანიზატორები უკვე საქართველოში  არიან. შეჯიბრება  COVID  პროტოკოლის, წესებისა და რეგულაციების მკაცრი დაცვით უნდა ჩატარდეს.სამთო კურორტი  ბაკურიანი დამსვენებლებისთვის დახურულია, ამიტომ მსოფლიო თასის ეტაპი მაყურებლების  გარეშე  ჩატარდება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში