უმაღლეს საბჭოში ხვალ საგაზაფხულო სესია გაიხსნება

01 მარტი 2021, 15:23 724 ნახვა

ხვალ უმაღლეს საბჭოში საგაზაფხულო სესია პლენალური სხდომით გაიხსნება.  დღის წესრიგი ბიუროს  წევრებმა დღეს დაამტკიცეს.დეპუტატები, პირველი მოსმენით  უყრიან კენჭს ცვლილებას, რომელიც  გულისხმობს გარკვეულ პრუდუქციაზე, მაგალითად,  საჩითილე მეურნეობებზე არ გავრცელდეს ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ კანონი.  ასევე დაგეგმილია აჭარის უმაღლესი საბჭოს  რეგლამენტში ცვლილება და მისი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს რეგლამენტთან თანხვედრაში მოყვანა.   ბიუროს წევრების გადაწყვეტილებით,  საკომიტეტო მოსმენების ფორმატში, 17 მარტამდე განიხილავენ  რამდენიმე საკანონმდებლო ინიციატივას, რომლებიც  პარლამენტს  წარედგინება.  ინიციატივები როგორც უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ განაცხადა ტექნიკური ხასიათისა და სტატუსის ცვლილებსა ეხება. კერძოდ,  უნდა ჩასწორდეს ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც  გარემოს დაცვის სამმართველო  მოხსენიებულია მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულებად.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი