ინფლაცია და გაძვირების ტოპ ათეული

02 მარტი 2021, 20:07 1151 ნახვა

საქსტატმა დღეს ინფლაციის მაჩვენებლები გამოაქვეყნა, სამომხმარებლო ფასების ინდექსი თებერვალში ერთწლიან ჭრილში 3.6%-ია, რაც საგანგაშო მაჩვენებელი არ არის, თუმცა ინფლაციის დეტალური მონაცემები აჩვენებს, რომ ცალკეული პროდუქტი დრამატულადაც არის გაძვირებული, მათ შორის ჩემპიონთა ათეული ასე გამოიყურება.

თებერვალში გაძვირების ათეული ერთ წლიან ჭრილში-მზესუმზირის ზეთი - 62%, ქორწინების ბეჭედი - 42%, წიწიბურა  -  38%, კბილის ამოღება  - 31%, შაქარი  -  37%,ლობიო - 28%,თევზის კონსერვი - 26%, ავტომობილის სათადარიგო ნაწილები - 25%, კაცის ფეხსაცმელი - 24% მაკარონი, მარგარინი, მაიონეზი - 18%.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში