საქართველოში "ასტრაზენეკათი" ვაქცინაცია გაგრძელდება

19 მარტი 2021, 12:00 1074 ნახვა

27 წლის ექთნის შემთხვევის მიუხედავად, საქართველოში  ,,ასტრაზენეკათი“ ვაქცინაციის პროცესი შეუფერხებლად გაგრძელდება. ეს გადაწყვეტილება საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ მიიღო. მინისტრის განცხადებით, ევროპის წამლის სააგენტომ AstraZeneca-ს ვაქცინა უსაფრთხოდ აღიარა და მას  აქვს მეტი სარგებელი, ვიდრე რისკი. მინისტრის თქმით, გვერდითი მოვლენების მართვის კომიტეტი შეისწავლის საკითხს და კვლევის შედეგად, პაციენტებს მიეწოდებათ დამატებითი ინფორმაცია იმის შესახებ, თუ კონკრეტულად რამ გამოიწვია ფაქტი ახალციხის კლინიკა "იმედში“.  მინისტრი დარწმუნებულია, რომ ახალციხიდან გადმოყვანილი ექთნის მდგომარეობა ექიმების ძალისხმევით საიმედო იქნება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში