ა/ო „სამართლიანი არჩევნები“ აჭარაში მონიტორინგს იწყებს

04 აპრილი 2021, 18:15 341 ნახვა

სამართლიანმა არჩევნებმა აჭარაში მონიტორინგი დაიწყო. არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელის ინფორმაციით, თვითმმართველობები არჩევნებამდე 2 თვით ადრე ცდილობენ ამომრჩევლის გულის მოგებას. ნინო დოლიძის თქმით,  ზოგიერთ მუნიციპალიტეტში სოციალური პროგრამების დასაფინანსებლად ბიუჯეტში ცვლილებები უკვე შედის, რაც მოწყვლად ჯგუფზე არჩევნების დროს ზეგავლენას ახდენს.

სამართლიანი არჩევნების ხელმძღვანელმა ქვეყანაში არსებული პოლიტიკური სიტუაციაც შეაფასა და  საარჩევნო რეფორმების აუცილებლობაზე ისაუბრა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში