გამოთხოვება გურამ დოჩანაშვილთან

06 აპრილი 2021, 20:05 1094 ნახვა

„სამოსელი პირველი“, „კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა“, „ვატერ(პო)ლო ანუ აღდგენითი სამუშაოები“ - ეს გურამ დოჩანაშვილის ყველაზე გამორჩეული ნაწარმოებებია. საქართველო თანამედროვე კლასიკოსს დაემშვიდობა, მწერალი საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალეს.

ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის გურამ დოჩანაშვილს მიღებული აქვს ლიტერატურული პრემია „საბა“; ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემია რომანისთვის „ბრმადყოფილზე“. „ბედნიერება - ეს ხასიათის თვისებაა: ზოგს ხასიათში აქვს, მას მუდამ ელოდოს, ზოგს - მუდამ ეძებოს, ზოგს - ყველგან იპოვოს“ წერდა დოჩანაშვილი.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში