ერთი დაღუპული და ექვსი დაშავებული - მშენებარე სახლი ჩამოინგრა

07 აპრილი 2021, 18:06 8675 ნახვა

უბედური შემთხვევა ურეხში. სახლის ჩამონგრევის შედეგად შუახნის  მამაკაცი დაიღუპა. იგი მაშველებმა ნანგრევებიდან სამაშველო ოპერაციის შემდეგ ამოიყვანეს. არიან დაშავებულები, რომლებიც სამედიცინო დაწესებულებაში არიან გადაყვანილები.

რა გახდა საცხოვრებელი სახლის ნგრევის მიზეზი სოფელ ინჯალოში ჯერ უცნობია.

ცნობილია, მხოლოდ ის, რომ სახლზე მეორე სართულს აშენებდნენ, რა დროსაც შენობა ჩამოინგრა. დაწყებულია გამოძიება.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში