აჭარის სკოლებში კოვიდის გავრცელება გრძელდება

07 აპრილი 2021, 20:08 2575 ნახვა

საქართველოში ყველა ის ეპიდემიოლოგიური მაჩვენებელი იზრდება, რომელიც სპეციალისტებს აძლევს საფუძველს, კორონავირურის მესამე ტალღა დაწყებულად გამოაცხადონ. 687 ინფიცირებული და 8 გარდაცვლილი - დღევანდელი მაჩვენებელი შედარებით ნაკლებია ვიდრე გუშინ, თუმცა მცირეა ჩატარებული ტესტების რაოდენობაც, ეს იყო 27 713. ინფიცირებულთა შორის არიან პარლამენტარებიც. 

დედაქალაქთან ერთად რთულია ვითარება ქვეყნის რამდენიმე რეგიონში, მათ შორის გურიაში და ინფიცირების შემთხვევებმა იმატა აჭარაში. რეგიონში 9 სკოლაა დახურული.

რამდენიმე კლასი დისტანციურ სწავლებაზეა გადასული, მათ შორის ორი კლასი ონლაინ სწავლებაზე დღეს ბათუმში გადავიდა.  ვირუსი დაუდასტურდა ქობულეთის კიდევ ერთი სკოლის პედაგოგს.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი