გორგაძეები ტრანსპორტის გარეშე

09 აპრილი 2021, 20:04 2322 ნახვა

გზა დაგებულია, თუმცა ტრანსპორტი არ დადის - ქობულეთის სოფელ გორგაძეების ერთ-ერთი მთავარი პრობლემა უტრანსპორტობაა.

რთული რელიეფური მდებარეობის გამო, მოსახლეობას სოფლიდან ქალაქში გადაადგილება უჭირს, ეს მაშინ, როცა გორგაძეებში არც მაღაზიაა და არც აფთიაქი და თუ პირადი ავტომობილი არ ჰყავთ, უძნელდებათ პროდუქტის სახლამდე მიტანა.

მერიისგან ელოდებიან , მუნუციპალური ტრანსპორტის დანიშვნას, რადგან კერძო სამარშრუტო ტაქსის მძღოლისთვის, როგორც ამბობენ, მუშაობა ფინანსურად სარგებლიანი არ იყო.

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში