გენრი დოლიძის და გიგა ნაკაშიძის სასამართლო პროცესი განახლდება

12 აპრილი 2021, 12:24 791 ნახვა

3 აპრილს აქციის დროს დაკავებული აქტივისტების გენრი დოლიძის  და  გიგა ნაკაშიძის   სასამართლო პროცესი დღეს 14 საათზე  განახლდება.დღეს სასამართლო ბრალდების მხარის მიერ მოპოვებულ სამხრე ვიდეო მასალის გამოკვლევას დაეთმობა. დაცვის მხარეც  დამატებითი მტკიცებულებების წარდგენას აპირებს. წინა პროცესზე ის მოწმეები დაიკითხნენ, რომლებიც  აქტივისტების დაკავებაში უშუალოდ მონაწილეობდნენ.  მათ განმარტეს, რომ   სხვისი დავალებით დააკავეს  გენრი დოლიძე და  გიგა ნაკაშიძე, მოწმეების მტკიცებით,ისინი  სამართალდამცველებს, უწმაწური სიტყვებით მიმართავდნენ. დაცვის მხარე მოწმეების ჩვენებებს აბსურდულს უწოდებს.  3 აპრილს ე.წ. კომენდატის საათის გაუქმების მოთხოვნით, ბათუმსა და თბილისში აქცია გაიმართა, რა დროსაც სამი მოქალაქე დააკავეს. გენრი დოლიძე, მუსიკოსი გიგა ნაკაშიძე და ,,გირჩის’’ წარმომადგენელი ირაკლი კუკანია, რომელიც მალევე გაათავისუფლეს ხელწერილით.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში