დამეწყრილი გზა ამ დრომდე არ გაწმენდილა

13 აპრილი 2021, 12:33 767 ნახვა

ხულო- ადიგენის ცენტრალურ მაგისტრალზე სოფელ დიაკონიძეების  გზა მეწყრისგან გაწმენდილი ამ დრომდე არ არის. გზაზე კლდის   ფერდობიდან მიწის მასა ორი დღის წინ ჩამოიშალა. ავტომობილები შემოვლითი გზით  გადაადგილდებიან. დამეწყრილ ტერიტორიაზე გაწმენდით სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია  შეასრულებს. კომპანიის წარმომადგენლის ინფორმაციით, სამუშაოების დაწყება  უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე ვერ ხერხდება, ვინაიდან მეწყერი აქტიურია.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში