ბრალი წარუდგინეს დედას, რომელმაც შვილზე განხორციელებული სექსუალური ძალადობის შესახებ იცოდა,  პოლიციას კი არ აცნობა 

14 აპრილი 2021, 12:17 1753 ნახვა

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, 14 წელს მიუღწეველი მოზარდის მიმართ სექსუალური ძალადობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე  არასრულწლოვნის დედას ბრალდება წარუდგინეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ 2017 წლიდან 2020 წლამდე  საქმეში ბრალდებული  მამაკაცი იყენებდა მისთვის წინასწარი შეცნობით 14 წლის ასაკს მიუღწეველი გოგონას ასაკით გამოწვეულ უმწეობას და ძალადობის გამოყენებით, სისტემატურად აუპატიურებდა მას. ზ.მ.-ს ქმედების შედეგად არასრულწლოვანი დაორსულდა და  ბავშვი გააჩინა. 

გამოძიებით დადგინდა, რომ დედისთვის ცნობილი გახდა შვილის გაუპატიურების ფაქტი, თუმცა ამის შესახებ სამართალდამცავ ორგანოს არ შეატყობინა.  

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი