უკრაინის აღმოსავლეთში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი ისევ დაირღვა

14 აპრილი 2021, 16:48 764 ნახვა

დონბასში პრორუსულმა შეიარაღებულმა ფორმირებებმა, გასული დღე-ღამის განმავლობაში  ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი 5-ჯერ დაარღვიეს. ამის შესახებ უკრაინული მედია იუწყება.  ცეცხლის გახსნის შედეგად ერთმა სამხედრო მოსამსახურემ სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებები მიიღო. დაიჭრა კიდევ სამი ჯარისკაცი.

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ცეცხლი ნაღმმტყორცნებიდან, მსხვილკალიბრიანი ტყვიამფრქვევებიდან, ყუმბარმტყორცნებიდან და მცირეკალიბრიანი იარაღიდან გახსნეს. 

რუსეთის საოკუპაციო ძალებს უკრაინელმა ჯარისკაცებმა საპასუხო ცეცხლი გაუხსნეს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში