თურქეთი უკრაინა-რუსეთის კონფლიქტში მხარეს არ ირჩევს

15 აპრილი 2021, 15:44 776 ნახვა

თურქეთი უკრაინის და რუსეთის საკითხთან დაკავშირებით ნეიტრალიტეტს ინარჩუნებს- ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა. „ჩვენ არავის მხარეს ვართ. ჩვენი პოზიცია ეფუძნება ღია და კონსტრუქციულ მიდგომას“, – განაცხადა მევლუთ ჩავუშოღლუმ.  რამდენიმე დღის წინ უკრაინის პრეზიდენტი  ვლადიმირ ზელენსკი ოფიციალური ვიზიტით თურქეთში იმყოფებოდა. ზელენსკისთან შეხვედრის დროს თურქეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ანკარა ყირიმის არაღიარების პოლიტიკის ერთგული რჩება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში