ნიკა მელიას გზავნილი

21 აპრილი 2021, 14:52 748 ნახვა

"მელიას გათავისუფლება ვერ მოხდება მისი ღირსების შემლახავი ფაქტით" – აცხადებენ ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის მხარდამჭერები და თანაგუნდელები. ოპოზიციისგან განსხვავებული პოზიცია აქვთ უმრავლესობის წევრებს. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ დოკუმენტზე ხელმოწერით მათ შექმნეს ყველა წინაპირობა, ნიკა მელიას გასათავისუფლებლად. დაკავებული ოპოზიციური ლიდერის მხარდამჭერებმა დღეს კიდევ ერთი აქცია-მსვლელობა მოაწყვეს ვარდების მოედნიდან რუსთავის ციხემდე. მელიასთან შესახვედრად მისი ადვოკატი გიორგი კონდახიშვილი იმყოფებოდა.

ირაკლი ყურაშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში