ინდოეთში ეპიდვითარება კვლავ მძიმეა

04 მაისი 2021, 12:03 683 ნახვა

ინდოეთში კვლავ რთული ეპიდ ვითარებაა. ბოლო დღე-ღამეში, ვირუსით ინფიცირების 357 229 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 24 საათის  განმავლობაში  ქვეყანაში ვირუსით  კიდევ 3 449 ადამიანი გარდაიცვალა. ყველაზე მძიმე მდგომარეობა დიდ ქალაქებში - დელისსა და მუმბაიშია. სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებლის პარალელურად, გამოჯანმრთელებულების სტატისტიკაც იზრდება. ინდოეთში კოვიდ -19-ის ინფიცირების შემთხვევების ფონზე ვაქცინაციის ტემპი მნიშვნელოვნად შემცირდა, რაც მიწოდებასა და მომარაგებაში შექმნილი პრობლემებითაა გამოწვეული. Reuters-ი წერს, რომ ინდოეთს, რომელიც ვაქცინების მსოფლიოს უდიდესი მწარმოებელია, საკუთარი მოსახლეობის ვაქცინაციისთვის საკმარისი რაოდენობა არ აქვს.

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში