ბათუმის "დინამოს" თამაშის ყველა ბილეთი რამდენიმე საათში სრულად გაიყიდა

06 მაისი 2021, 10:03 1698 ნახვა

ბათუმის ''დინამოსა'' და თბილისის ''დინამოს'' მატჩის ყველა ბილეთი რამდენიმე საათში სრულად გაიყიდა. საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის მე-12 ტურის შეხვედრა ბათუმის ახალ სტადიონზე გაიმართება.

არსებული რეგულაციების თანახმად სტადიონის შევსება სრული რაოდენობის 30 % გულშემატკივარს შეეძლება. მატჩს დაახლებით 7000 მდე გულშემატკივარი დაესწრება.

ორი ''დინამოს'' დერბი 8 მაისს 20:15 საათზე დაიწყება და მატჩზე დასასწრები ბილეთი ამავდროულად წარმოადგენს საშვს კომენდანტის საათის დროს გადაადგილებისთვის.

გულშემატკივარს 00:00 საათამდე შეეძლებათ მატჩის შემდგომ გადაადგილება. აუცილებელია ბილეთისა და პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ქონა.

ეროვნულ ჩემპიონატში 11 ტურის შემდეგ გათამაშებას 25 ქულით დედაქალაქური ''დინამო'' ლიდერობს. 22 ქულით მეორე ადგილზე კი ბათუმის ''დინამოა''.

სტადიონის შესასველელები 8 მაისს 18:00 საათიდან გაიღება, რათა გულშემატკივრებმა დროულად შეძლონ საკუთარი ადგილების დაკავება.

ამ გუნდებს შორის პირველ წრეში გამართულ დაპირისპირებაში თბილისში ''დინამო არენაზე'' ბათუმის ''დინამომ'' გიული მანჯგალაძის ერთადერთი გოლით გაიმარჯვა.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი