რიო-დე-ჟანეიროში კორონავირუსის ახალი შტამი აღმოაჩინეს

07 მაისი 2021, 15:21 971 ნახვა

რიო-დე-ჟანეიროში კორონავირუსის ახალი ბრაზილიური შტამი აღმოაჩინეს. ამის შესახებ ჯანდაცვის რეგიონულმა დეპარტამენტმა განაცხადა. ამჟამად, მეცნიერები ადგენენ, რამდენად უფრო საშიშია ახალი შტამი. "ამ დროისთვის ძნელია იმის თქმა, ახალი მუტაცია უფრო გადამდებია თუ ლეტალური" - განაცხადეს ჯანდაცვის დეპარტამენტში. COVID-19-ის პირველი შემთხვევა ბრაზილიაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. ქვეყანა ინფიცირებულთა რაოდენობით მსოფლიოში მესამე ადგილზეა. პირველი და მეორე ადგილი აშშ-სა და ინდოეთს უჭირავს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში