როდის დატოვებს ნიკა მელია საპატიმროს?

09 მაისი 2021, 12:05 1249 ნახვა

გირაოს არგადახდისთვის პატიმრობაში მყოფი ნიკა მელია, ციხეს საბოლოოდ მაინც გირაოს გადახდის გზით დატოვებს. ახლა საინტერესოა როდის მოხდება ეს. თანხა, რომელიც ევროპულმა ფონდმა გამოყო, საიას გადმოურიცხეს, ქართულმა არასამთავრობო ორგანიზაციამ კი 40 ათასი ლარი ბიუჯეტში უკვე შეიტანა.

ახლა ჯერი პროკურატურაზეა, რომელმაც მელიას გირაოთი გათავისუფლების შუამდგომლობით სასამართლოს უნდა მიმართოს. თუმცა როდის გააკეთებს ამას საგამოძიებო ორგანო ესეც უცნობია.

რაც შეეხება ხელისუფლებასა და ოპოზიციას - მათი მოსაზრებები კვლავ არ ემთხვევა ერთმანეთს.

''ოცნების'' ოპონენტები თვლიან, რომ მელიას გირაოს გადახდით ევროკავშირმა ''ნაციონალური მოძრაობის'' ლიდერი პოლიტპატიმრად აღიარა, მმართველი პარტია კი ასე არ ფიქრობს. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში