ქალაქ ლოდში 20:00 საათიდან სრული ჩაკეტვა და "კომენდანტის საათი" ცხადდება - საქართველოს საელჩო ისრაელში

12 მაისი 2021, 19:54 938 ნახვა

საქართველოს საელჩო ისრაელში ქალაქ ლოდში მცხოვრებ ქართველებს აფრთხილებს, რომ არ გავიდნენ ქუჩაში, რადგან საჯარისო დანაყოფები ყველაზე მკაცრ ზომებს გამოიყენებენ.

"ფრიად სასწრაფო! ქალაქ ლოდში 20:00 საათიდან ცხადდება სრული ჩაკეტვა - კომენდანტის საათი! არ გახვიდეთ ქუჩაში!
საჯარისო დანაყოფები გამოიყენებენ ყველაზე მკაცრ ზომებს“, - ნათქვამია საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ისრაელის და ღაზის სექტორის საზღვარზე ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც, ღაზას სექტორიდან, ისრაელის მიმართულებით სარაკეტო შეტევა განახორციელა, საპასუხოდ კი ისრაელმა ღაზას სექტორში "ჰამასის" ობიექტებზე იერიშები დაიწყო. 

ისრაელის ცნობით, ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით 1 000-ზე მეტი რაკეტა გაუშვეს. სულ ღაზის სექტორიდან განხორციელებული სარაკეტო დარტყმების შედეგად ისრაელის ხუთი მოქალაქე დაიღუპა. საპასუხო იერიშების შედეგად, ისრაელმა ღაზის სექტორში მოძრაობა „ჰამასის“ 500 ობიექტი გაანადგურა. ღაზის სექტორში იუწყებიან, რომ დაღუპულია 35 ადამიანი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი