ჰამასის სამხედრო ფრთა სარაკეტო იერიშების მისატანად მზად არის

13 მაისი 2021, 17:48 882 ნახვა

ღაზის სექტორში მმართველი ჰამასის ორგანიზაციის სამხედრო ფრთა ისრაელის რამონის აეროპორტის მიმართულებით რაკეტების გაშვების შესახებ იუწყება.

ალ-ქასამის ბრიგადა“ ირწმუნება, რომ  აეროპორტის მიმართულებით 250 კილომეტრის რადიუსის მოქმედების მქონე ერთ-ერთი ყველაზე გამანადგურებელი რაკეტა „აიაშ-250“ გაუშვეს. 

მოძრაობა ჰამასის წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ მათ  სარაკეტო შეტევები მიიტანეს თელ-ავივზე, იერუსალიმზე, დიმონსა და ისრაელის სხვა  ისრაელსა და პალესტინას შორის ღაზის სექტორში დაპირისპირება ორშაბათს განახლდა. 

ისრაელის ტერიტორიის მიმართულებით ათას 600-მდე რაკეტა გაუშვეს.  საპასუხოდ  ღაზის სექტორში 600-მდე სამხედრო სამიზნე განადგურდა.

ისრაელ-პალესტინის კონფლიქტის  გამწვავების დაწყებიდან დაიღუპა 6 მშვიდობიანი ებრაელი და ერთი სამხედრო. პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით,  დაღუპულთა რიცხვი 83-მდე გაიზარდა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი