საომარი მოქმედებები ღაზას სექტორში

13 მაისი 2021, 20:06 1571 ნახვა

ღაზის სექტორში მმართველი ჰამასის ორგანიზაციის სამხედრო ფრთა ისრაელის რამონის აეროპორტის მიმართულებით რაკეტების გაშვების შესახებ იუწყება. „ალ-ქასამის ბრიგადა“ ირწმუნება, რომ  აეროპორტის მიმართულებით 250 კილომეტრის რადიუსის მოქმედების მქონე ერთ-ერთი ყველაზე გამანადგურებელი რაკეტა „აიაშ-250“ გაუშვეს. 

მოძრაობა ჰამასის წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ მათ  სარაკეტო შეტევები მიიტანეს თელ-ავივზე, იერუსალიმზე, დიმონსა და ისრაელის სხვა ნაწილებზე.  ისრაელსა და პალესტინას შორის ღაზის სექტორში დაპირისპირება ორშაბათს განახლდა. 

ისრაელის ტერიტორიის მიმართულებით 1600-მდე რაკეტა გაუშვეს.  საპასუხოდ  ღაზის სექტორში 600-მდე სამხედრო სამიზნე განადგურდა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში