ისრაელსა და ღაზის სექტორს შორის ვითარება კიდევ უფრო იძაბება

14 მაისი 2021, 11:51 891 ნახვა

ისრაელსა და ღაზის სექტორს შორის ვითარება კიდევ უფრო იძაბება. ბოლო სიტყვა ჯერ არ თქმულა და ოპერაცია გაგრძელდება იმდენ ხანს, რამდენიც საჭიროა, – ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა. ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, ქვეყნის საჰაერო თავდაცვამ ისრაელში შეჭრილი „ჰამასის“ დრონი ჩამოაგდო.  საჰაერო იერიშების პარალელურად ისრაელის თავდაცვის ძალები "ჰამასს" ხმელეთიდანაც უტევს. თუმცა აცხადებენ, რომ ღაზის სექტორში არ შეჭრილან. პალესტინური მხარის ინფორმაციით, დაპირისპირების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 115-მდე გაიზარდა, მათგან 31 ბავშვია. დაშავდა 600-მდე ადამიანი. ისრაელში კი სარაკეტო თავდასხმებს 7 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. არეულობებია ისრაელის ქალაქებშიც, სადაც არაბებსა და ებრაელებს შორის დაპირისპირება გრძელდება. ადგილობრივი მედიის ცნობით, პოლიციამ არეულობის ათობით მონაწილე დააკავა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში