დაძაბული ვითარება ახლო აღმოსავლეთში

16 მაისი 2021, 12:20 969 ნახვა

სააგენტო როიტერის-ის ინფორმაციით, ისრაელმა ღაზას სექტორში „ჰამასის“ ლიდერის სახლი დაბომბა, რის შედეგადაც სულ მცირე 4 პალესტინელი დაიღუპა. ვრცელდება ინფორმაცია ათობით დაშავებულის შესახებაც.პარალელურად კი რადიკალურმა დაჯგუფებამ თელ-ავივის მიმართულებით რაკეტები გაუშვა.

ისრაელის მედიის ცნობით, ავიაიერიშის დროს 10-მდე ადამიანი დაშავდა, რომლებიც თავშესაფარში გადასვლას ცდილობდნენ.გასულ ღამეს ღაზაში ისრაელის ავიაიერიშის შედეგად კიდევ ერთი მრავალსართულიანი შენობა ჩამოინგრა, სადაც მედიასაშუალებების ოფისები მდებარეობდა. შენობაში თავდასხმამდე ევაკუაცია განხორციელდა.

როიტერის ინფორმაციით, კონფლიქტის მე-7 დღეს, სულ ღაზაში 149 ადამიანი დაიღუპა, რომელთაგანაც 41 ბავშვია. ისრაელში კი დაპირისპირებას 10 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის 2 ბავშვი.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში