თურქეთში მკაცრი შეზღუდვები მოიხსნა

17 მაისი 2021, 11:50 1223 ნახვა

თურქეთში კორონავირუსის გავრცელების შესაჩერებლად დაწესებული სრული ჩაკეტვის რეჟიმი დასრულდა. მედიის ინფორმაციით, მკაცრი შეზღუდვების შედეგად ინფექციის გავრცელებამ იკლო და დღეიდან „კოვიდ-19“-თან დაკავშირებული შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნის 15-დღიანი პერიოდი დაიწყო, რომელიც პირველ ივნისს დასრულდება. სამუშაო დღეებში ე.წ. კომენდანტის საათი საღამოს 21 საათიდან დილის 5 საათამდე იმოქმედებს, შაბათ-კვირას კი ქვეყანა სრულად ჩაიკეტება. სავაჭრო ცენტრებს სამუშაო დღეებში საქმიანობა დილის 10 საათიდან საღამოს 20 საათამდე შეეძლებათ, შაბათ-კვირას კი დაიკეტება. საქორწილო დარბაზები, სპორტული ცენტრები და სათამაშო დარბაზები დაკეტილი დარჩება. მსოფლიოში კი გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ით ინფიცირების 658 000-ზე მეტი ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი