ეპიდვითარება და შემსუბუქებული შეზღუდვები

17 მაისი 2021, 20:11 824 ნახვა

ე.წ. კომენდანტის საათმა გადაიწია, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, გადაადგილების შეზღუდვა მცირედით შემსუბუქდა და ამიერიდან ღამის 11 საათიდან დილის ხუთ საათამდე გაგრძელდება.

 შემსუბუქება ეხება კაფე-რესტორნებსაც, ისინი  შაბათ-კვირასაც შეძლებენ მუშაობას, კერძო სექტორი თვეები ითხოვდა შეზღუდვების შემსუბუქებას, რადგან მათი თქმით, არსებულ პირობებში მათ ფინანსური ზარალი ადგებოდათ.

რაც შეეხება კორონავირუსს, დღეს შედარებით ნაკლები 504 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ვაქცინაციას ამირან გამყრელიძის თქმით, საქართველოში სინოვაკის ვაქცინაც შემოდის და მალე აცრის პროცესი დაიწყება.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში