საარჩევნო რეფორმა იქნება წინ გადადგმული ნაბიჯი ქვეყნის მომავალი დემოკრატიული განვითარებისთვის - პრეზიდენტი

17 მაისი 2021, 22:30 787 ნახვა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით დისკუსიის პროცესს ეხმაურება.

მისივე განცხადებით, მისასალმებელია ოპოზიციისა და მმართველი პარტიის მიერ 19 აპრილის შეთანხმებით გათვალისწინებულ საკითხებზე შეჯერება.

"მისასალმებელია ოპოზიციისა და მმართველი პარტიის მიერ საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით 19 აპრილის შეთანხმებით გათვალისწინებულ საკითხებზე შეჯერება და ამ შეჯერებული დოკუმენტის უახლოეს დღეებში ვენეციის კომისიაში გაგზავნა!

მნიშვნელოვანია ამ შეთანხმების ყველა პუნქტის დროული შესრულება.

საარჩევნო რეფორმა იქნება წინ გადადგმული ნაბიჯი ქვეყნის მომავალი დემოკრატიული განვითარებისთვის“, - წერს სალომე ზურაბიშვილი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში