საბერძნეთში მომხდარ მკვლელობაში საქართველოს მოქალაქეს ბრალი არ აქვს წარდგენილი - საელჩო

18 მაისი 2021, 18:07 474 ნახვა

საბერძნეთში საქართველოს საელჩო, გლიკა ნერაში მომხდარი მკვლელობის საქმეზე განცხადებას ავრცელებს. 

მათივე განცხადებით, მომხდარ მკვლელობაში საქართველოს მოქალაქეს ბრალი არა აქვს წაყენებული.  

"ბოლო დღეებში, როგორც ბერძნული, ისე ქართული მას-მედიის საშუალებებით, ვრცელდება დაუსაბუთებელი ინფორმაცია გლიკა ნერაში 20 წლის ქალის მკვლელობის საქმეში საქართველოს მოქალაქის მონაწილეობაზე. ამ არაზუსტმა ინფორმაციამ საზოგადოებაში დიდი ვნებათა ღელვა გამოიწვია. ეს დღეები საელჩო მუდმივ კონტაქტზეა ატიკის პოლიციის გენერალურ დეპარტამენტთან.

მათ მიერ საელჩოსთვის დღეს მოწოდებული ბოლო ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეს, რომელიც ახლახანს დააკავეს ყალბი საბუთით ქვეყნის ტერიტორიის დატოვების მცდელობისას, გლიკა ნერაში მომხდარი მკვლელობის საქმეზე ბრალი არა აქვს წაყენებული.

მოვუწოდებთ ყველას, საკითხის განსაკუთრებული სენსიტიურობიდან გამომდინარე, თავი შეიკავოს გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან", - წერია საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში