თურქეთსა და აზერბაიჯანს შორის ფართომასშტაბიანი შეთანხმება გაფორმდება

11 ივნისი 2021, 18:41 904 ნახვა

თურქეთი აზერბაიჯანთან ფართომასშტაბიანი სახელმწიფოთაშორისო ს შეთანხმების გაფორმებას აპირებს. ამის შესახებ პრეზიდენტმა რეჟეპ თაიპ ერდორანმა განაცხადა.  თურქეთის პრეზიდენტის აზერბაიჯანში ვიზიტი 14-16 ივნისს არის დაგეგმილი. ნატოს სამიტის შემდეგ ყარაბაღში ქალაქ ფიზულიში ჩავალთ და იქედან  ჩემს ძმასთან ილჰამ ალიევთან ერთად ქალაქ შუშაში გავემგზავრებით, სადაც ქვეყნებს შორის შეთანხმებას მოვაწერთ ხელს.  ეს თურქეთსა და აზერბაიჯანს შორის ფართომასშტაბიანი შეთანხმება იქნება-განაცხადა ერდოღანმა. 16 ივნისს ბაქოში ერდოღანი ფეხბურთში ევროპის ჩემპიონატის ფარგლებში  თურქეთ-უელსის მატჩს დაესწრება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში