პაციენტები, რომლებიც მხოლოდ შფოთავენ კლინიკებში არ უნდა მოხვდნენ - ეკატერინე ტიკარაძე

23 ივლისი 2021, 16:26 1121 ნახვა

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, პაციენტები, რომლებიც მხოლოდ შფოთავენ, ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ უნდა იმართონ და არა კლინიკებში.

მინისტრი ამბობს, რომ ცუდ მდგომარეობაში არიან სასწრაფოს ექიმებიც, რადგან ისინი ვერ უმტკიცებენ პაციენტებს, რომ მხოლოდ შფოთვა არ შეიძლება იყოს იმის საფუძველი, რომ მოხდეს მათი კლინიკაში გადაყვანა.

ეკატერინე ტიკარაძის თქმით, კლინიკებს მიეცა რეკომენდაცია, ექიმის მიმართვის გარეშე პირდაპირ საავადმყოფოსთან კომუნიკაციით არ მიიღონ კოვიდპაციენტები.

"ვინაიდან პანდემია რჩება, ყველა კლინიკა ინფორმირებულია, რომ მათ 72 საათით ადრე შესაძლოა მიიღონ ბრძანება მოთხოვნის თაობაზე.

გასულ კვირაში ორჯერ და მიმდინარე კვირაში ერთხელ დაფიქსირდა ნახტომისებრი მატება, რისი წინასწარ პროგნოზირება შეუძლებელი იყო.

გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ აქტიურად ვიყენებთ კოვიდასასტუმროებს, რომლებიც ახლა ტურიზმის მიმართულებით, საკუთარი პროფილით მუშაობენ ისინი არ არიან ჩართული პაციენტების მიღების პროცესში, ამიტომ დღეს, დღეობით მიმდინარეობს აქტიური მობილიზაცია სასტუმროების, რომ ისეთი პაციენტები, რომლებიც მხოლოდ შფოთავენ არ მოხვდნენ კლინიკებში და გადავიყვანოთ ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ სასტუმროებში'- განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ეროვნული სააგენტოს ჩართულობით მობილიზებულია 2 ათასი საწოლი, საიდანაც 1500 დაკავებულია და შემდეგი 500-ის მობილიზება მოხდება მომდევნო 2 დღეში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში