აჭარის მთავრობის სხდომა

23 ივლისი 2021, 18:12 1152 ნახვა

ბათუმის ბიუჯეტი 46 მილიონ 807 300 ლარით გაიზარდა, საერთო ჯამში კი ქალაქის მთავარი ფინანსური დოკუმენტი 237 მილიონ ლარს შეადგენს. ბიუჯეტის პრიორიტეტები ძირითადად ინფრასტრუქტურულ პროექტებზეა გადანაწილებული. მათ შორის ქალაქში დაგეგმილია 6 ახალი სკოლის მშენებლობა და 9 სასწავლებლის რეაბილიტაცია. ასევე საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებით 43 მილიონი ლარია გამოყოფილი. პროექტებს შორის არის ბარცხანის ხიდის რეკონსტრუქცია და გოგოლის ქუჩისა და ხიდის მშენებლობა, რისთვისაც ბიუჯეტიდან ორ მილიონ ნახევარი ლარი დაიხარჯება. დაფინანსება გაიზარდა ჯანდაცვის მიმართულებით. მათ შორის დაფინანსება გაეზარდა ღვიძლის ტრანსპლანტაციისა და ძვლის ტვინის გადანერგვის პროგრამას. მთავრობის გასვლითი სხდომა სპორტის სასახლეში გაიმართა.

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში