სამხედრო მოსამსახურეების და მათი ოჯახის წევრების ვაქცინაცია გრძელდება

24 ივლისი 2021, 12:25 1299 ნახვა

თელავში, თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის მე-20 კადრირებული ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეები და მათი ოჯახის წევრები დღეს აიცრნენ.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ასევე, დაგეგმილია მორიგი შეკრების შემდეგ აქტიური რეზერვის პირადი შემადგენლობისა და მათი ოჯახის წევრების დისლოკაციის ადგილის მიხედვით აცრა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში