ერაყს აშშ-ის საბრძოლო ძალები წლის ბოლომდე დატოვებენ

27 ივლისი 2021, 11:52 94 ნახვა

ამერიკის შეერთებული შტატების საბძოლო ძალები ერაყს წლის ბოლომდე დატოვებენ, თუმცა ერაყელი სამხედროების წვრთნას და რჩევების მიცემას ამერიკელი ჯარისკაცები კვლავ განაგრძობენ. ამის შესახებ ჯო ბაიდენმა თეთრ სახლში ერაყის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. ლიდერებმა პირისპირ შეხვედრის დროს ორმხრივი ურთიერთობები განიხილეს.

ამ ეტაპზე ერაყში ადგილობრივ სამხედროებს დახმარებას 2500 ამერიკელი ჯარისკაცი უწევს. შეერთებული შტატების მეთაურობით საერთაშორისო კოალიციის ძალები ერაყში 2003 წელს შევიდნენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში