2 დაღუპული და 5 დაკარგული - აფეთქება ქიმიურ ქარხანაში

28 ივლისი 2021, 11:44 102 ნახვა

გერმანიაში ქიმიურ ქარხანაში აფეთქების შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 2-მდე გაიზარდა. ამ დრომდე ეძებენ 5 ადამიანს. 31 დაშავებულიდან რამდენიმეს ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.

აფეთქება ქალაქ ლევერკუზენში გუშინ მოხდა. მომხდარის მიზეზი უცნობია, უცნობია ისიც გავრცელდა თუ არა ტოქსიკური ნივთიერებები ჰაერში.

ქარხანასთან ახლოს მცხოვრებ მოსახლეობას "უკიდურესი საფრთხის" შესახებ აფრთხილებენ, მათ სახლში დარჩენისა და ფანჯრების დახურვისკენ მოუწოდებენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში