COVID-19-ის დელტა შტამის გამო ქვეყნები ახალ რეგულაციებს აწესებენ

28 ივლისი 2021, 11:45 1698 ნახვა

კოვიდ19-ის დელტა შტამის გავრცელების გამო ქვეყნები ახალ რეგულაციებს აწესებენ. ამერიკის შეერთებული შტატების იმ რეგიონებში, სადაც ინფიცირების მაღალი მაჩვენებელია, სრულად ვაქცინირებულ მოსახლეობას დახურულ საჯარო სივრცეებში კვლავ პირბადის ტარებისკენ მოუწოდებენ. ახალი რეგულაციების დაწესებას გეგმავს გერმანია ქვეყანაში ჩამსვლელთათვის.

ერთი თვით გახანგრძლივდება ე.წ. ლოკდაუნი სიდნეიში, სადაც მაისის შემდეგ გასულ დღე-ღამეში კორონავირუსის ყველაზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა.

კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები რეკორდულ ნიშნულს აღწევს ირანშიც. დიდ ბრიტანეთში კი მოგზაურობაზე შეზღუდვების შემსუბუქებას განიხილავენ. შესაძლოა კონკრეტული ქვეყნებიდან შესულ სრულად ვაქცინირებულ პირებს კარანტინის გავლა აღარ მოუწიოთ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში